ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ჯოზეფ ბორელი- მოხარული ვიქნები, თუ დონალდ ტრამპი უკრაინას ომის 24 საათში დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს

ნახვები: 534 ჯოზეფ ბორელი- მოხარული ვიქნები, თუ დონალდ ტრამპი უკრაინას ომის 24 საათში დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ის მოხარული იქნება, თუ დონალდ ტრამპი უკრაინას ომის 24 საათში დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს.

ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„მე გავიგე, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიიწვია ტრამპი კიევში, რათა სწრაფად ეპოვა გამოსავალი, რადგან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სურთ მშვიდობა და ომის დასრულებისკენ ისწრაფვიან, რა თქმა უნდა, უკრაინელები არიან“, – აღნიშნა ბორელმა.

მანამდე, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ ის 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, მას აქვს გეგმა, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის ომს 24 საათში მოაგვარებს. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის მზადაა, კიევში მიიღოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, თუმცა იმ პირობით, თუ ტრამპს მართლაც შეუძლია დაპირების შესრულება და რუსეთთან ომის 24 საათში დასრულება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა