მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

იორდანიაში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ნახვები: 554 იორდანიაში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.

„ჩვენ ველოდებით, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ჩვენი სამხედროები ტვინის ტრავმული დაზიანებებით მოგვიანებით გვაცნობებენ სიმპტომების შესახებ, ამიტომ, შესაძლოა, დაშავებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდის“, – განაცხადა სინგმა.

პენტაგონის პრესმდივნის თქმით, თავდასხმის უკან ირანი დგას.

„ჩვენ ვიცით, რომ ამის უკან ირანი დგას. ირანი აგრძელებს ამ ჯგუფების შეიარაღებას და აღჭურვას ამ თავდასხმების დასაწყებად. მე არ მაქვს რამე გასაზიარებელი სადაზვერვო შეფასების თვალსაზრისით, ხელმძღვანელობდნენ თუ არა ირანის ლიდერები ამ თავდასხმას, მაგრამ რაც შემიძლია, გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ვიცით, ამ ჯგუფებს მხარს უჭერს ირანი“, – განაცხადა სინგმა.

ირანი უარყოფს რაიმე ჩარევას. თეირანში აცხადებენ, რომ არ ყოფილან ჩართული თავდასხმაში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა