თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

2023 წელს საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა გაიზარდა - საქსტატი

ნახვები: 495 2023 წელს საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა გაიზარდა - საქსტატი

2023 წლის განმავლობაში საქართველოში 11,279 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც 2022 წელთან შედარებით 4.2%-ით მეტია. ამ ობიექტების აშენების შემთხვევაში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს 9,379,200 კვადრატული მეტრის ფართობის შენობები შეემატება. მთლიანი სამშენებლო ფართობი 2022 წელთან შედარებით 26%-ით არის გაზრდილი.

2023 წელს გაცემული ნებართვების 49.7% მოდის თბილისზე, 8.9% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4% - ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.7% - იმერეთის რეგიონზე.

რაც შეეხება 2023 წელს დასრულებულ მშენებლობებს - გასულ წელს მთლიანობაში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს 3.3 მილიონი კვადრატული მეტრის ახალი შენობა-ნაგებობები შეემატა. დასრულებული შენობების რაოდენობა 3,182-ია, რაც წლიურად 19.9%-ით არის გაზრდილი.

"ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 33.1% მოდის ქ. თბილისზე, 13.1% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12% - კახეთის რეგიონზე და 8.5% - იმერეთის რეგიონზე", - წერს საქსტატი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა