თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში რეფორმები განხორციელებადია

ნახვები: 621 ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში რეფორმები განხორციელებადია

„ქართული ოცნება“ ძალიან ღელავს და 24 საათში 25-ჯერ ახსენებს „ლელოს“, ეს ძალიან კარგია, ჩვენ გვახარებს, რადგან პოლიტიკური ძალისგან, რომელიც რუსეთის ინტერესს ემსახურება და რომელიც იმსახურებს ქებას დუმის დეპუტატებისგან, პუტინის მაქებარი დეპუტატებისგან, ის პოლიტიკური ძალა „ლელოს“ არ შეაქებს, ჩვენ ამის მოლოდინი არ გვაქვს და ძალიან გვიხარია, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან განსხვავებულად ფიქრობს „ლელოზე“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, „ლელოს“ რეალური გეგმა აქვს.

„პრორუსული ოცნება, რომ იწონებდეს „ლელოს“, ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს. რაც შეეხება ჩვენს გეგმას, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით გვაქვს რეალური გეგმა, რომელიც მოიცავს რეალურ ნაბიჯებს, შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან, შეურიგებელ ბრძოლას სასამართლოში კლანურ მმართველობასთან, შეურიგებელ ბრძოლას ოლიგარქიასთან და ოლიგარქიულ მმართველობასთან, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც არის ჩვენს გეგმაში და რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის ცხრა პუნქტთან. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში ეს რეფორმები განხორციელებადია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ კორუფციას არ ებრძვიან.

„ქართული ოცნების“ გეგმას რომ ჩახედოთ ვადას უწერია მუდმივი-განგრძობითი. რას ნიშნავს ეს? რამდენი ხანი აპირებენ, რომ რეფორმები, რომელთა გატარებაც არც ისე რთულია და თუ გაქვს სურვილი ერთ წელიწადში მოსწრებადია, რას ნიშნავს უვადოდ გაწერილი გეგმა? ეს ნიშნავს იმას, რომ მათი რეალური ამოცანა არ არის რეკომენდაციების შესრულება, მათი ამოცანა არ არის ოლიგარქიული მმართველობისგან ქვეყნის გათავისუფლება. როგორ შეებრძოლებიან კორუფციას, როდესაც კორუფციაზე დგანან და კორუფციული მეთოდებით, კორუფციაში მხილების ფაქტებით ერთმანეთს აშანტაჟებენ. კორუფციას არ ებრძვიან, ებრძვიან ერთმანეთს და კორუფციას იყენებენ ერთმანეთის გასაშავებლად. ამიტომ, ასეთი ხელისუფლებისგან მოლოდინი იმის, რომ ცხრა რეფორმას გაატარებენ, არ არსებობს. არის კონკრეტული ქმედებები, რაც გადასადგმელია, კონკრეტული ცვლილებები, რაც მისაღებია, რეპრესიული კანონები, რომლებიც გასაუქმებელია, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობა. პრობლემა აქ არის რუსული ხელისუფლების მსახური ხელისუფლება. ამიტომ, როგორც კი ჩვენ გადავდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს და არჩევნების გზით ხელისუფლებიდან გავუშვებთ ყველა ეს რეფორმა ერთ წელიწადში შესრულებადია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა