მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

კირილ ბუდანოვი - უკრაინა საბრძოლო მასალის კრიტიკულ დეფიციტს განიცდის

ნახვები: 441 კირილ ბუდანოვი - უკრაინა საბრძოლო მასალის კრიტიკულ დეფიციტს განიცდის

უკრაინა საბრძოლო მასალის კრიტიკულ დეფიციტს განიცდის და პარტნიორების დახმარება სჭირდება, თუმცა საუბარია არა მხოლოდ ჭურვებზე, არამედ საარტილერიო სისტემებზეც, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

”ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ეს დახმარება,” - განუცხადა ბუდანოვმა CNN-ს.

მისი თქმით, სიის სათავეშია საარტილერიო სისტემები - ჰაუბიცები. უკრაინას ასევე სჭირდება ქვემეხების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, მიუხედავად მათი ასაკისა და ტიპისა. მიზეზი ის არის, რომ მრავალწლიანმა ბრძოლამ უკრაინულ შორ მანძილზე მოქმედ ქვემეხებს ზიანი მიაყენა.

ბუდანოვის განმარტებით, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საბრძოლო მასალა.

„ჭურვები ამ ომში ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორია. არა იმდენად ხარისხი, რამდენადაც რაოდენობა”, - აღნიშნა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინის პოზიცია ჰაერში უკეთესია - „დრონებთან დაკავშირებით, ჩვენ მეტ-ნაკლებად თანაბარი ვართ მტერთან“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუკი უკრაინას A-10 ტიპის ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავები ეყოლება, რადგან ეს არის ის, რაც მას ნამდვილად დაეხმარება რუსეთისთვის სამხედრო მარცხის მიყენებაში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა