პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის პირველ პრაიმერიზში იმარჯვებს

ნახვები: 636 ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის პირველ პრაიმერიზში იმარჯვებს

ჯო ბაიდენი სამხრეთ კაროლინის შტატში დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში იმარჯვებს. არსებული მონაცემებით, ჯო ბაიდენმა ხმების 96,2 პროცენტი მიიღო. სხვა კანდიდატებმა – მწერალმა მარი ანა უილიამსონმა 2.1 % და კონგრესმენმა მინესოტადან დინ ფილიპსმა – 1,7%.

კენჭისყრა სამხრეთ კაროლინაში დემოკრატიული პარტიის პირველი ოფიციალური პრაიმერიზია ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მოქმედ პრეზიდენტს დემოკრატიულ პარტიაში სერიოზული კონკურენტები არ ჰყავს, ამიტომ მისი გამარჯვება სამხრეთ კაროლინაში ჩატარებულ პრაიმერიზში მოსალოდნელი იყო.

იანვრის ბოლო არჩევნებში ბაიდენის სავარაუდო ოპონენტმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა ასევე გაიმარჯვა თავისი პარტიის პირველ პრაიმერიზში, რომელიც ნიუ-ჰემფშირში ჩატარდა. მან ხმების 52,7 პროცენტი დააგროვა, პარტიის შიგნით მისმა მეტოქემ, გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ კი – 43, 7%.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა