Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

„სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო“ - ადვოკატი

ნახვები: 370 „სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო“ - ადვოკატი

„ბუნებრივია, არ ველოდები, რომ რომელიმე პირის პასუხისმგებლობა დადგება, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გადაწყვეტილება არ მიუღია ციხის ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელს ან ციხის დირექტორს, ან თუნდაც პენიტენციური სამსახურის რომელიმე დეპარტამენტის უფროსს. ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის მიიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ," - განაცხადა დღეს, 15 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გორის ჰოსპიტალში შესვლამდე.

შეგახსენებთ: 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. ასევე, გუშინ, 14 დეკემბერს, ცნობილი გახდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა.

"ჩემი და მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მიზანი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, მე ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანია და ცუდი ამბები გამოამჟღავნა. ამასთან, დღეს შედგება გამოკითხვა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ მიხეილ სააკაშვილის იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტზე, ჩადენილი სახელმწიფო მოხელეების მიერ, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ფარგლებში ჩვენ უკვე მივაწოდეთ სრული ინფორმაცია, რაც გვქონდა და სრულად ვთანამშრომლობთ ამ ერთ-ერთ იშვიათ გამონაკლის ადმინისტრაციულ ორგანოსთან, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს დამოუკიდებლობა და ძალიან ობიექტურად იძიებს საქმეებს. დღეს ინსპექტორის გამომძიებლების თხოვნით ჩვენ მეორედ შევხვდებით პრეზიდენტს და გავივლით რამდენიმე დეტალს და კითხვას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორს დარჩა ან წარმოიშვა პირველი დაკითხვის შემდეგ. მე ბუნებრივია არ ველოდები, რომ რომელიმე პირის პასუხისმგებლობა დადგება, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გადაწყვეტილება არ მიუღია ციხის რომელიმე ადმინისტრაციის თანამშრომელს ან ციხის დირექტორს, ან თუნდაც პენიტენციური სამსახურის რომელიმე დეპარტამენტის უფროსს - ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის მიიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ამიტომ ბუნებრივია, სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებას მივესალმებით და ბოლომდე ვითანამშრომლებთ და ყველაფერს ვიღონებთ, რომ გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად ეფექტურად, თუმცა სახელმწიფო ინსპექტორი არ არის პოლიტიკური ხელისუფალი, მას არც ბრალის წაყენების უფლებამოსილება აქვს და არ ველოდებით, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლება მოინდომებს საკუთარივე ბრძანების შემსრულებლები დასაჯოს.

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, მსგავსი გეგმის ან განზრახვის შესახებ ჩვენთვის არავის არ უცნობებია იმიტომ, რომ პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს ძალიან უსინდისო ტრადიციას, რომ მისტიკურობის ფარდას აფარებს ხოლმე საკუთარ საქმიანობას და აგრძელებს თეა წულუკიანის პოლიტიკას ამ მიმართულებით. ამიტომ ვერ გეტყვით რას გეგმავენ ოფიციალურად. ცალსახად უნდა ითქვას, რომ სახალხო დამცველმა ძალიან მკაფიოდ აღწერა რა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს, საიდანაც მკაფიოდ გამომდინარეობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არის მისთვის პირდაპირ მიყენებული ზიანი, მისი ჯანმრთელობის დაზიანების კიდევ ერთი მცდელობა. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება და თუ მოხდება, ბუნებრივია, შესაბამის ფასს გადაიხდის ყველა გადაწყვეტილების მიმღები პირი", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა