კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გურამ მაჭარაშვილი - ფანჩატურის ლიდერები იქნებიან ზურაბიშვილი, ღვინის შეურაცხმყოფელი გვარამია, „დინამოს“ ცუდად შემსრულებელი ხაბეიშვილი, დაშლილებში აწყობილი „მუსტანგის“ მესაკუთრე ხაზარაძე

ნახვები: 579 გურამ მაჭარაშვილი - ფანჩატურის ლიდერები იქნებიან ზურაბიშვილი, ღვინის შეურაცხმყოფელი გვარამია, „დინამოს“ ცუდად შემსრულებელი ხაბეიშვილი, დაშლილებში აწყობილი „მუსტანგის“ მესაკუთრე ხაზარაძე

სალომე ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, თავისი პატრონების მიერ დაწერილი სიტყვა წაიკითხა, რადგან დასკვნით სიტყვაში ვერაფერი თქვა და კითხვებს პასუხი ვერ გასცა. როგორც ჩანს, უთხრეს, პასუხები არ გაეცა, რადგან რაღაცას არასწორს იტყოდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ფანჩატურის შექმნას უბრძანეს, თუმცა ეს ფანჩატური არჩევნებამდე ვერ მიაღწევს.

„გავიგეთ, უბრძანეს, რომ ფანჩატური უნდა შექმნას. შესაშური არ არის, როცა ამ ფანჩატურის პოლიტიკური ლიდერი კონსტიტუციის დამრღვევი იქნება, მათი იდეოლოგი იქნება ქართული ღვინის შეურაცხმყოფელი გვარამია, „დინამოს“ ცუდად შემსრულებელი ხაბეიშვილი და დაშლილებში აწყობილი „მუსტანგის“ მესაკუთრე ხაზარაძე. ეს ფანჩატური იქნება და ამით არჩევნების მოგება უნდათ. ეს ფანჩატური ისევე ვერ მიაღწევს არჩევნებამდე, როგორც „მუსტანგმა“ ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილამდე. ეს მოცემულობაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყურადღებით მაინც ვიქნებით, რადგან ამათი პატრონები იქნებიან, ვისაც შეიძლება, მცდელობა ჰქონდეს არეულობის. ეს ყველაფერი განწირულია, რადგან ოქტომბერში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, 30 მანდატს ოპოზიცია გაიყოფს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა