მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

"შეაჩერე ძალადობა", "შეაჩერე სიღარიბე" -თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე აქციები მიმდინარეობს

ნახვები: 369 "შეაჩერე ძალადობა", "შეაჩერე სიღარიბე" -თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე აქციები მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივისტები თბილისში, ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ვახუშტის ხიდზე, გალაკტიონის ხიდსა და იუსტიციის სახლის მიმდებარედ მათ ბანერები გადმოფინეს, წარწერით - "შეაჩერე ძალადობა", "შეაჩერე სიღარიბე", "შეაჩერე ოკუპაცია".

აქციის ორგანიზატორი ახლადშექმნილი მოძრაობა "შეაჩერეა". ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მძიმე ვითარებას პერმანენტულად გააპროტესტებენ.

"ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა იმისთვის, რომ პერმანენტულად გააპროტესტოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, როგორიც არის ძალადობა, ლარის გაუფასურება. დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა არის ძალიან ცუდი და ვისაც უჩნდება პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ვთხოვთ რომ შემოგვიერთდნენ", - განაცხდა მოძრაობა "შეაჩერეს" წევრმა, თამარ ძაპტაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა