4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

რიში სუნაკი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს - ვამაყობ, რომ ჩვენი ქვეყნების მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა

ნახვები: 547 რიში სუნაკი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს - ვამაყობ, რომ ჩვენი ქვეყნების მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

რიში სუნაკის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! გულთბილად მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ვამაყობ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენი ურთიერთობის სიახლოვე ასახულია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში, რომელიც პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კომერციულ და კულტურულ კავშირებს მოიცავს, ისევე როგორც უორდროპის სახელობის ყოველწლიურ სტრატეგიულ დიალოგს. კარგად ვიცი, რა ღრმა რეზონანსი აქვს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს ქართველი ხალხის ცნობიერებაში. ის მტკივნეულ მოგონებებს აღძრავს და შეუპოვრობის ისეთ გამოწვევებს აჩენს, რაც საქართველოს წინაშე დგას დღესდღეობით“, – აცხადებს რიში სუნაკი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო მტკიცედ დარჩება საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

„დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ დარჩება თქვენი მხარდამჭერი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენთვის მუდმივი შთაგონების წყაროა საქართველოს ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები მჭიდროდ მუშაობენ რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებისთვის და თქვენი კიბერმედეგობის გაძლიერებისთვის რუსული ჰიბრიდული აგრესიის წინააღმდეგ. ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს გისურვებთ ახალ თანამდებობაზე და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით“, – აღნიშნავს რიში სუნაკი.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა