ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი - ჩემი მიზანი ევრობასკეტზე მოხვედრაა

ნახვები: 755 საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი - ჩემი მიზანი ევრობასკეტზე მოხვედრაა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ მედიას შეხვდა. მას ახლდნენ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და გენერალური მდივანი ლაშა გამყრელიძე.

შეკითხვაზე, რა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც საქართველოს ნაკრებში მუშაობა გადააწყვეტინა, ალექსანდრ ჯიკიჩმა მოკლედ უპასუხა:

– ჩემთვის სიტყვა ბევრს ნიშნავს. დავპირდი ვიქტორ სანიკიძეს და სიტყვა შევასრულე. დღეს თქვენ წინაშე ვარ.

საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპს იწყებს, 2 ივლისს კი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმება.

– ჩვენი მიზანი ევრობასკეტი 2025-ზე მოხვედრაა, – თქვა მთავარმა მწვრთნელმა, – რაც შეეხება ზაფხულში გასამართ ოლიმპიადის შესარჩევს, დაპირებები არ მიყვარს. არც წინასწარმეტყველი ვარ. კალათბურთელებისგან ერთს ვითხოვ – მოედანზე ყველაფერი ჩადონ გამარჯვებისთვის.

23 თებერვალს დანია-საქართველოა, 26 თებერვალს – საქართველო-სერბეთი…

– მოახლოებული მატჩების წინ ჩემი გუნდის მდგომარეობა მაღელვებს. ტრავმირებულები არიან დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი. დღევანდელი მონაცემებით, მათ დანიაში მოედანზე გამოსვლა გაუჭირდებათ, თუმცა ეს ჩვენს მიზანს არ ცვლის, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ პრობლემები მოვაგვაროთ და წარმატებით გამოვიდეთ. მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან დანიის მხოლოდ გაფართოებული შემადგენლობა ვიცით. ვინ ითამაშებს უშუალოდ 23-ში, ჯერ უცნობია. სერბეთის ნაკრებში ევროლიგის კალათბურთელები იქნებიან. ძლიერი გუნდია. ევროლიგასა და ფიბა-ს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ ყველაზე მეტი სარგებელი სერბეთის ნაკრებს მისცა – გუნდში ევროპაში მოასპარეზე ყველა წამყვანი კალათბურთელი ითამაშებს.

ალექსანდრ ჯიკიჩმა ყურადღება გაამახვილა ოთხ ახალგაზრდა კალათბურთელზე (გიგი ნაცვლიშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ალავიძე და ავთანდილ ბახტაძე), რომლებიც განაცხადში ვერ მოხვდნენ, მაგრამ, მისი მოთხოვნით, თბილისურ შეკრებაზე ჩამოვიდნენ. ამით მან მიგვანიშნა, რომ მხოლოდ ერთ წელზე არ ფიქრობს.

ჟურნალისტებმა ჰკითხეს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელებზე, რომლებიც გაფართოებულ სიაში ვერ მოხვდნენ. მათ შორის ლუკა მაზიაშვილი…

– ლეგიონერების გამოსვლასა და საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ყურადღებით ვადევნებდი თვალს. გავიარე კონსულტაციები მწვრთნელებთან და ასე შევარჩიე გაფართოებული შემადგენლობა. თუ რომელიმე კალათბურთელი თამაშით დაამტკიცებს, რომ მე შევცდი და ნაკრებში თამაშს იმსახურებს, მას აუცილებლად მივიწვევთ.

ალექსანდრ ჯიკიჩმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2 ივლისამდე, ოლიმპიადის შესარჩევამდე, გეგმა გაწერილია. თებერვლის მატჩების შემდეგ იგი ამერიკაში გაემგზავრება და შეხვდება როგორც გოგა ბითაძეს და სანდრო მამუკელაშვილს, ასევე კოლეჯების ლიგაში მოთამაშე ახალგაზრდა კალათბურთელებს.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა