ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

ირაკლი ღარიბაშვილი - შემიძლია, მამუკა ხაზარაძე მოვიხსენიო, როგორც სააკაშვილის მოროდიორი

ნახვები: 690 ირაკლი ღარიბაშვილი - შემიძლია, მამუკა ხაზარაძე მოვიხსენიო, როგორც სააკაშვილის მოროდიორი

შემიძლია, მამუკა ხაზარაძე მოვიხსენიო, როგორც სააკაშვილის მოროდიორი. როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, იგი ატერორებდა ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს, ართმევდნენ სახლებს, ბიზნესებს. თუ ვინმე ჩართული იყო ამ ნაძარცვის გადანაწილებაში, ერთ-ერთი იყო ხაზარაძე და მისი ბანკი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიცია სრული კრახისა და მორიგი წაგებისთვის ემზადება.

„მინდა, გითხრათ ჩემი მოსაზრება და ეს არის ჩვენი საერთო მოსაზრება, რომ არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე, არც სხვა რეალური, ნამდვილი ოპოზიცია, ეს არის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფები, სატელიტები, როგორც გინდათ, ისე მოიხსენიეთ ეს ადამიანები. ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ საუბარი გვაქვს ყველაზე ანტიეროვნულ, ანტიქართულ მოვლენაზე, რომელმაც ყველაზე დიდი უბედურება დამართა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აგვისტოს ომი და ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს და გასწირა ჩვენი ხალხი ამ ომითვის. გარდა ამისა, გახსოვთ, ყველამ კარგად იცით მათი მემკვიდრეობა, ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, საშინელი ტერორი და ა.შ. ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო ბატონი ხაზარაძე. აქვე, მინდა, ჟურნალისტებს მოგმართოთ თხოვნით, რომ როცა თქვენ საუბრობთ ისეთ პიროვნებაზე, როგორიც არის ბატონი ხაზარაძე, იგი უნდა მოიხსენიოთ კრიმინალად.  შეგახსენებთ, რომ ბატონი ხაზარაძე არის გასამართლებული, თაღლითობაში იყო მხილებული და იგი სასამართლომ აღიარა თაღლითად, კაცი, რომელმაც საკუთარი ბანკი, საკუთარი ინვესტორები გაძარცვა და თაღლითური სქემა შეადგინა, რაზეა საერთოდ საუბარი. შემიძლია, ხაზარაძე მოვიხსენიო, როგორც სააკაშვილის მოროდიორი, რადგან როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, იგი ატერორებდა ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს, ართმევდნენ სახლებს, ბიზნესებს და ა.შ. თუ ვინმე ჩართული იყო ამ ნაძარცვის გადანაწილებაში, მათი ქონებების მითვისებაში, ერთ-ერთი იყო ხაზარაძე და მისი ბანკი. იგი თავიდან ბოლომდე იყო ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში სააკაშვილთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა