თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნიკა გვარამია - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დახურული იყო პარლამენტი, სასამართლო, ტელევიზიები, როცა ყველაფერი დახშულია, დახშულ ვითარებაში აფეთქებები ხდება, უკმაყოფილების ორთქლი არსად მიდის

ნახვები: 663 ნიკა გვარამია - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დახურული იყო პარლამენტი, სასამართლო, ტელევიზიები, როცა ყველაფერი დახშულია, დახშულ ვითარებაში აფეთქებები ხდება, უკმაყოფილების ორთქლი არსად მიდის

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს დახურული იყო ბოლო მოწვევის პარლამენტი, სასამართლო, ტელევიზიები. როცა ყველაფერი დახშულია, დახშულ ვითარებაში აფეთქებები ხდება, უკმაყოფილების ორთქლი არსად მიდის, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „გირჩი ტვ“-ს ეთერში განაცხადა.

გვარამიას თქმით, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეცვლილიყო.

„ნაციონალური მოძრობის“ მძიმე შეცდომა მგონია ის, რომ 2012 წელს მოიგო ბიძინა ივანიშვილმა. მგონია, რომ ეს მათი მძიმე შეცდომების ბრალია და არა იმ ნაწილში, რა შეეშალათ, ციხე იქნება, თუ გირგვლიანის საქმე. ეს არის პრობლემები, რომლებიც დღემდე აკიდია „ნაციონალურ მოძრაობას“. პრობლემა იყო ის, რომ იმდენად გადაიკეტა ჟანგბადი, გამარჯვების შანსი დარჩა მანიაკალურ მიმდინარეობას, რასაც ჰქვია ბიძინიზმი. ჟანგბადი გადაიკეტა ოპოზიციისთვის. რეალურად, გულწრფელები რომ ვიყოთ, დახურული იყო ბოლო მოწვევის პარლამენტი, ტელევიზიები, სასამართლო, ანუ სხვაგან ჟანგბადი არ მოიპოვება. ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეცვლილიყო, ყოველ შემთხვევაში, პაუზა მაინც გაეკეთებინა, როგორც სახელისუფლო პარტიას და სხვა მოსულიყო ხელისუფლებაში. მგონია, რომ შემდეგ მობრუნდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მოხდა ის, რომ ამ ნაბიჯების გამო, გაიმარჯვა იმან, ვისაც შეეძლო ვითარების აფეთქება. როცა ყველაფერი დახშულია, არ ნიშნავს, რომ ცვლილება არ მოხდება, უბრალოდ, დახშულ ვითარებაში აფეთქებები ხდება. ის უკმაყოფილების ორთქლი არსად მიდის, გროვდება“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა