ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

დავით მათიკაშვილი - სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება არის ტყუილად ხელების ქნევა ჰაერში, ყველა ვალდებულია, სასჯელი მოიხადოს იქ, სადაც კანონი ითვალისწინებს

ნახვები: 554 დავით მათიკაშვილი - სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება არის ტყუილად ხელების ქნევა ჰაერში, ყველა ვალდებულია, სასჯელი მოიხადოს იქ, სადაც კანონი ითვალისწინებს

სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება არის ტყუილად ხელების ქნევა ჰაერში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი და სასჯელი მოიხადოს იქ, სადაც კანონი ითვალისწინებს.

„მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს მიერ მხილებულია ძალიან მძიმე დანაშაულებში. კიდევ იხილება მის მიმართ სხვა საქმეები. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დამნაშავე პირები ვალდებულნი არიან, სასჯელი მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში. მეტსაც გეტყვით, ის მსუბუქი რეჟიმი, რომელიც მას აქვს ოროთახიანი პალატის სახით, არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულებს. ეს ჯანმრთელობის, თითქოს გაუარესებით იყო გამოწვეული, დღეს კი, აბსოლუტურად სხვა რეალობაა. ასე რომ, ხელმოწერების შეგროვება სააკაშვილის გასათავისუფლებლად არის ტყუილად ხელების ქნევა ჰაერში. ყველა განურჩევლად მის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობისა, ვალდებულია, კანონის წინაშე იყოს თანასწორი და სასჯელი მოიხადოს იქ, სადაც ამას კანონი ითვალისწინებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა