საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - სასწაულია, რომ უკრაინა ამდენხანს უძლებს

ნახვები: 535 გაბრიელიუს ლანდსბერგისი - სასწაულია, რომ უკრაინა ამდენხანს უძლებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ევროპელ კოლეგებს მწვავედ აკრიტიკებს იმის გამო, რომ ვერ შეძლეს უკრაინისთვის საკმარისი საბრძოლო მასალის მიწოდება რუსეთის დასამარცხებლად.

„სასწაულია ის,რომ უკრაინა ამდენ ხანს უძლებს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს აქვს 6:1 უპირატესობა საბრძოლო მასალის თვალსაზრისით. ორი წელი გავატარეთ განხილვაში და იმის მცდელობაში, რომ გაგვერკვია, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას ეტაპობრივად. სამწუხაროდ, რადგან ვერ ჩამოვყალიბდით სტრატეგიულ მიზნებზე, რის მიღწევასაც ვცდილობთ, ვერ განვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა“, - განაცხადა ლანდსბერგისმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის დაწყებამდე.

მან ევროკავშირს მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო სახსრებთან დაკავშირებით ყოყმანი. ლანდსბერგისის თქმით, გერმანიამ, ამ დრომდე 17 მილიარდი ევროს წვლილის შეტანა მოახერხა, ევროპა კი წელიწადში 5 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ მსჯელობს.

„ევროპას უნდა შეეძლოს შექმნას 5 მილიარდი ევროს ფონდი, როცა, მოგეხსენებათ, მარტო გერმანია განიხილავს 7 მილიარდი ევროს გაგზავნას. ასე რომ, ევროპის 27 ქვეყნისთვის 5 მილიარდი ევრო უნდა იყოს ერთი დღის სამუშაო, ერთი საათის სამუშაო”, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, დასავლეთმა ვერ შეეძლო ჩამოეყალიბებინა მიზანი, რისი მიღწევაც სურს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა