მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს უნგრეთი არ დაბლოკავს

ნახვები: 533 რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს უნგრეთი არ დაბლოკავს

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს უნგრეთი არ დაბლოკავს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პიტერ სიიარტომ განმარტა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის ყველა ის ელემენტი, რომელიც უნგრეთის ინტერესებს აზიანებდა ამოღებულია, ამიტომ უნგრეთი მის დამტკიცებას წინააღმდეგობას არ გაუწევს.

„სანქციების სიაში შემავალი კონკრეტული ზომები, უნგრეთის ფუნდამენტურ ეკონომიკურ ინტერესებზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ პრობლემა გაცილებით დიდია. ევროკავშირი სრულიად წარუმატებელ სტრატეგიას აგრძელებს, რომელიც მშვიდობასთან დაახლოების ნაცვლად, მას გვაშორებს“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სიიარტომ ევროკავშირის პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სანქციების წინა პაკეტებმა ზიანი მხოლოდ ევროკავშირის ეკონომიკას მიაყენა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა