სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ ფაქტობრივად, ცესკოს იფორმებს

ნახვები: 481 მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ ფაქტობრივად, ცესკოს იფორმებს

ამ გადაწყვეტილებით, „ოცნება“ ფაქტობრივად, იფორმებს ცესკოს - თუ ასეთი მხარდაჭერა აქვთ, რაში სჭირდებათ ცესკოს დაქვემდებარება? - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაგეგმილი ცვლილებები ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" მხარდაჭერის ისტორიულ მინიმუმზეა.

როგორც დაუშვილი აღნიშნავს, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით "ქართული ოცნება" კიდევ უფრო მეტად აზიანებს ნდობას ცესკოს მიმართ, რაც შესაბამისად, არჩევნების შედეგების მიმართ ნდობაზე აისახება.

"როდესაც გვიმტკიცებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდიან ისეთი მხარდაჭერა აქვთ... თუ ასეთი მხარდაჭერა აქვთ, რაში სჭირდებათ ცესკოს გადაფორმება? აქ ხომ ლოგიკა არ არის. თუ ასეთი მაგარი ხარ, თუ ბევრი ხალხი გიჭერს მხარს, მაშინ რატომ დაგჭირდა, რომ ცესკოს პირდაპირ დაიქვემდებარო? არათავსებადია ეს ყველაფერი და პირდაპირ მიუთითებს, რომ მხარდაჭერის ისტორიულ მინიმუმზე არიან," - განაცხადა დაუშვილმა.

შეგახსენებთ, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა