თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დავით კირკიტაძე პრეზიდენტს - დაფიქრდით და მიიღეთ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება - გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი

ნახვები: 536 დავით კირკიტაძე პრეზიდენტს - დაფიქრდით და მიიღეთ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება - გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი

დაფიქრდით ამაზე და მიიღეთ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება - გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი - არ მოაწეროთ ხელი იმას, რასაც ხელს აწერენ ტირანიის ჩამომყალიბლები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და უფრო კონკრეტულად რუსეთში, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კირკიტაძემ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კირკიტაძე მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში სიმშვიდეს და ეროვნულ თანხმობას დაამკვიდრებს. როგორც კირკიტაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს.

„მაქვს მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ - ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ აქ რამდენიმე დღის წინ გამოდიოდით, ამ ტრიბუნიდან საუბრობდით ევროპულ ღირებულებებზე, ჰუმანიზმზე, ცივილიზებულ სამყაროზე, საუბრობდით ერთობაზე, ეროვნულ ამოცანებზე და ბევრ ისეთ რამეზე, რაც სიურპრიზი იყო ჩვენთვისაც, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. თქვენი გამოსვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი განიმსჭვალა იმედით და მათ შორის ჩვენშიც, პოლიტიკურ ოპოზიციაშიც გაჩნდა გარკვეული ოპტიმიზმი იმისა, რომ საქართველოში კიდევ არსებობდა ლეგიტიმურად არჩეული, მაღალი ლეგიტიმაციით, ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული ინსტიტუციის წარმომადგენელი, რომელიც მართლა ზრუნავდა ეროვნულ ერთობაზე და იმ ღირებულებებზე, რომელიც თქვენ გააჟღერეთ ამ ტრიბუნიდან, მაგრამ ამისთვის, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საუბარი არ არის საკმარისი. გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც მოელის საზოგადოება თქვენი მხრიდან და ეს კონკრეტული ნაბიჯი იქნება ერთადერთი დღეს და ეს არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ამის შესახებ თქვენ გითხრეს არაერთხელ და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართული საზოგადოება დღეს, განსხვავებით იმ ვიწრო ჯგუფისგან, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერზეა ხელის მომწერი, იმ ადამიანების გარდა, რომლებიც სხედან ჩემს ზურგს უკან და ვერ იკავებენ საკუთარ თავსა და ემოციებს, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მოგიწოდებთ თქვენ ამას, რომ არ მოაწეროთ ხელი იმას, რასაც ხელს აწერენ ტირანიის ჩამომყალიბებლები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და უფრო კონკრეტულად რუსეთში. თქვენ გაქვთ საშუალება გადადგათ ნაბიჯი, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყანაში დაამკვიდრებთ იმას, რაზეც საუბრობდით- ეს არის სიმშვიდე, ეროვნული თანხმობა გარკვეულ საკითხებზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ, აქედან მოგიწოდებთ, მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. არ ვარ ცუდი შეხედულების, ვინც თქვენ მხარი დაგიჭირათ თავის დროზე, დაუმადლებელ ხმებზე მაქვს საუბარი და არა იმათზე, ვინც მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ“ დაგიმატათ, ის ადამიანებიც მოგიწონებენ ამ ნაბიჯს, ისევე როგორც მოგიწონებთ მთლიანად ქართული საზოგადოება და საქართველოს ისტორია თქვენს ამ ნაბიჯს შეაფასებს სათანადოდ. დაფიქრდით ამაზე და მიიღეთ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება -გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა კირკიტაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა