საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ოლივერ ვარჰეი - კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ორი თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს, რომელიც მას მოაქვს

ნახვები: 560 ოლივერ ვარჰეი - კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ორი თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს, რომელიც მას მოაქვს

კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ორი თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს, რომელიც მას მოაქვს, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ორი თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს და დივიდენდებს, რომელიც მას მოაქვს. არა მხოლოდ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ამიტომ, თუ ჩვენი დღევანდელი დისკუსიიდან შეიძლება ერთი დასკვნა გამოვიტანოთ, ეს არის ის, რომ ჩვენ მუშაობას დავაჩქარებთ, რათა ევროკავშირის გზაზე და ცხრა ნაბიჯის განხორციელების ფარგლებში შედეგების მიღწევა მოხდეს. იქნება ეს ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის განხორციელება, თუ ზოგადად ეკონომიკური რეფორმები, რათა საქართველო ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო და ერთიანი ევროპული ბაზრის წევრი გახდეს. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს გაფართოების ამოცანების შესრულება არა მხოლოდ შეუძლია, არამედ მათი შესრულება სურს, რაც ჩვენი ლიდერების გადაწყვეტილებაში აისახა და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამის გამოყენება მოხდეს. ამიტომ, ჩვენ ქართველ მეგობრებს ვთხოვთ, რომ დააჩქარონ მუშაობა სასამართლოს რეფორმის და რეფორმების დღის წესრიგის სხვა ნაწილებში. დღეს, ჩვენ ერთად განვიხილეთ ცხრა ნაბიჯი, რათა შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის ჩვენც ვიყოთ მზად. სწორედ, ეს არის ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, წინ ბევრი სამუშაო გველოდება და ის გადაწყვეტილება, რომ საქართველო კანდიდატი სახელმწიფო გახდა, ამას განაპირობებს“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა