მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ჯოზეფ ბორელი - მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის

ნახვები: 500 ჯოზეფ ბორელი - მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის

მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის, მოვუწოდე ცხრა ნაბიჯის შესრულების დაჩქარებისკენ, მათ შორის არჩევნების, საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე მოხდა მოსაზრებების არსებითი გაცვლა.

„მოხარული ვიყავი, გუშინ მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით იმყოფებოდა. მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა რეფორმების ძალისხმევაზე და საქართველოს მედეგობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე. მე მოვუწოდე ცხრა ნაბიჯის შესრულების დაჩქარებისკენ, მათ შორის არჩევნების, საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, ასევე, მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა