კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხატია დეკანოიძე ფინანსთა მინისტრს - იმ შეკითხვას პასუხობთ, რომელიც მოგწონთ

ნახვები: 560 ხატია დეკანოიძე ფინანსთა მინისტრს - იმ შეკითხვას პასუხობთ, რომელიც მოგწონთ

იმ შეკითხვას პასუხობთ, რომელიც მოგწონთ - გამოხვედით და დემაგოგიურად ისვრით ზოგად ფრაზეოლოგიას, - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, რომელსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, მინისტრი „აზრზე არ არის“ საქართველოდან უკანონოდ იმპორტირებული მანქანების შესახებ.

"იმ შეკითხვას პასუხობთ, რომელიც მოგწონთ. თქვენი მოვალეობაა, ხელფასს იმაში გიხდიან საქართველოს მოქალაქეები, რომ მეც გამცეთ პასუხი კითხვაზე და დეზინფორმაცია არ იძახოთ. აკრიტიკებთ სხვადასხვა პარტიის პროგრამებს. თქვენ იმ პარტიიდან ხართ წარმოდგენილი, რომელიც თითო სოფელს 5 მილიონს ჰპირდებოდა და უფასო ფულის დარიგებას. თქვენი პროტესტი არ გამიგია.

მე გკითხეთ ავტომანქანებზე და არ იცით, აზრზე არ ხართ, რომ გადადიან ჩვენი ქვეყნიდან, საქართველოდან უკანონოდ იმპორტირებული მანქანები ხვდებიან. ეს გკითხეთ. გამოხვედით და დემაგოგიურად ისვრით ზოგად ფრაზეოლოგიას. შემიძლია ბევრი გამოძიება მოგიყვანოთ მაგალითად, არ ვამბობ რომ დემაგოგიურად უნდა გაგვცეთ პასუხი“,- მიმართა დეკანოიძემ.

აღნიშნულის საპასუხოდ კი მინისტრმა განმარტა, რომ ავტომობილებთან დაკავშირებით მკაფიოდ ისაუბრა. მისივე თქმით, თუ ინდივიდუალური პირი გადაადგილდება საკუთარ თავზე გაფორმებული მანქანით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებით ეს არ ითვლება სანქციების დარღვევად.

„ავტომობილებთან დაკავშირებით, აღსრულება ხორციელდება იმ ფორმით და იმ მასშტაბით, რაც დადგენილია. თუ ინდივიდუალურად გადაადგილდება პირი საკუთარ თავზე გაფორმებული მანქანით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებით ეს არ ითვლება სანქციების დარღვევად. საქართველო ვერ იქნება სანქციების შემომღები ქვეყანა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ევროკავშირსაც კი არ აქვს ასეთი ტიპის შეზღუდვები დაწესებული“,- აღნიშნა მინისტრმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა