თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ეროვნული ბანკი - სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა

ნახვები: 555 ეროვნული ბანკი - სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა

ეროვნული ბანკი ეხმაურება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სანქცირებულმა რუსულმა „სბერბანკმა“ თავისი ანგარიშებიდან ქართულ ბანკებში გადარიცხვები დაიწყო.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკი რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს და განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა.

„გაცნობებთ, რომ 2022 წლის 26 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, ფინანსურ სექტორს დაევალა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოთხოვნათა შესრულება. სანქციების მოთხოვნათა დაცვის და ამ კუთხით გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ვალდებულებები, ასევე, განისაზღვრა „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 5 აგვისტოს №208/04 ბრძანებით. შესაბამისად, საქართველოს საბანკო სექტორი ვალდებულია, დანერგოს ღონისძიებები სანქციათა რეჟიმების გვერდის ავლის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით.

ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული ბანკი რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს სანქციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლს. აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ეფექტური მექანიზმები სანქციადაკისრებული პირების იდენტიფიცირებისა და ოპერაციების შეჩერებისთვის. განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა.

ეროვნული ბანკი ახორციელებს საკითხის დამატებით მოკლევას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა