მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

დმიტრო კულება - ევროპაში წარმოებული ყველა ტყვია უნდა ემსახურებოდეს ევროპის დაცვას

ნახვები: 552 დმიტრო კულება - ევროპაში წარმოებული ყველა ტყვია უნდა ემსახურებოდეს ევროპის დაცვას

ევროპის ქვეყნებიდან სხვა სახელმწიფოებში, უკრაინის გარდა, საბრძოლო მასალის ექსპორტი აიკრძალოს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ევროპიდან საბრძოლო მასალის ექსპორტის მიზნით გაფორმებული ყველა კონტრაქტი უნდა შეჩერდეს და ეს საბრძოლო მასალა უკრაინაში უნდა გააგზავნონ. ევროპაში წარმოებული ყველა ტყვია უნდა ემსახურებოდეს ევროპის დაცვას“, – განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, უკრაინა საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტს განიცდის და ამის შესახებ კიევის ევროპელი მოკავშირეები ინფორმირებულები არიან.

ამასთან, კულებას განცხადებით, ევროპამ ძალიან გვიან დაიწყო სამხედრო პოტენციალის გაძლიერება და ახლა ამის საფასურს უკრაინა იხდის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა