ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

დე ძერბი „ბარსელონაში“ გადასვლის წინაპირობად ხვიჩას ტრანსფერს ასახელებს

ნახვები: 559 დე ძერბი „ბარსელონაში“ გადასვლის წინაპირობად ხვიჩას ტრანსფერს ასახელებს

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი და არ მალავს ზოგიერთი ევროპული გრანდის ინტერესს, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ ფეხბურთელის მენეჯერმა „ჩემპიონატთან“ განაცხადა.

ვრცელდება ხმები, რომ დიდი ევროპული კლუბები დაინტერესებულნი არიან „ნაპოლის“ თავდამსხმელით, რომელსაც იტალიის ჩემპიონთან კონტრაქტი ჯერ არ განუახლებია – ხელშეკრულება 2027 წლამდეა გთვლილი.

„ბარსელონა“ და პსჟ? ბუნებრივია, ხვიჩას საუკეთესო ევროპული კლუბებიდან შემოთავაზებები აქვს. Შეხედეთ მას! როგორ შეიძლება არ იყოს წინადადებები? უფრო მეტი მაისში გაირკვევა“, – განაცხადა მამუკა ჯუღელმა.

იტალიური გამოცემა Calciomercato კი ამტკიცებს, რომ „ბარსელონაში“ მწვრთნელი შეიცვლება და მის ნაცვლად პრემიერლიგის „ბრაიტონის“ მენეჯერი, რობერტო დე ძერბი დაინიშნება, რომელიც უპირველესად კვარაცხელიას გადაბირებას ითხოვს.

„რობერტო დე ძერბის „ბარსელონა“ დაუკავშირდა. იტალიელი კლუბის ჩაბარებაზე თანახმაა, თუმცა მან ორი მოთხოვნა წამოაყენა. პირველი – დე ძერბიმ „ბარსელონას“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაყვანა მოსთხოვა. „ნაპოლის“ ქართველი შემტევი დღეისთვის, ევროპის მასშტაბით ათ ყველაზე მოთხოვნად თავდამსხმელებშია, ხოლო კატალონიაში მის სათამაშო სტილს მოერგება. დე ძერბიმ ასევე „ევერტონის“ ცენტრალური ნახევარმცველის, ამადუ ონანას დამატენა მოითხოვა“, – წერს იტალიური გამოცემა.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის შეფასებით, ფეხბურთელის სავარაუდო ღირებულება 80 მილიონი ევროა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა