მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში-ღარიბაშვილი ჯანდაცვის ახალ მინისტრზე

ნახვები: 400 იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში-ღარიბაშვილი ჯანდაცვის ახალ მინისტრზე

ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში - ასე წარადგინა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა ახალი ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი,ზურაბ აზარაშვილი.

ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მინისტრი იქნება გამოცდილი კადრი. პრემიერის თქმით, ისეთ დიდ სამინისტროს, როგორის ჯანდაცვის სამინისტროა, სწორედ გამოცდილი კადრი უნდა ხელმძღვანელობდეს.

"ბატონი ზურა გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. მას აქვს დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან ძლიერი მენეჯერი და ჩვენ თავად დავრწმუნდით ამაში, მე როდესაც ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ბატონი ზურა იყო "დელტას" ასევე, თბილავიამშენის ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა საქართველოს ავიაციის აღდგენა და უამრავი სხვა პროექტი.

ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში. მას კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის და მინდა, ვუსურვო წარმატება. იგი არის 5 შვილის მამა. მინდა აღვნიშნო რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი უზარმაზარი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას, რადგან ჯანდაცვის სამინსიტროს აქვს დაახლოებით 6 მილიარდი ლარი, მთლიანი ბიუჯეტის მესამედი და ბუნებრივია, ამ მიმართულებით ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდება და ფიქრობ, რომ ასეთი არის ბატონი ზურა",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა