მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს პანდემიის მართვასთან-ამირან გამყრელიძე

ნახვები: 347 პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს პანდემიის მართვასთან-ამირან გამყრელიძე

„პირველი - დავაკელით, და აქ ჩემს თავსაც ვგულისხმობ, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მეორე - ჩვენი საერთო თვითშეგნება და განათლების საშუალო დონის პრობლემები. ვიცი, ამაზე ბევრს მაკრიტიკებენ და გამაკრიტიკებთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა",განაცხადა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

 

„მოზრდილი მოსახლეობის ორჯერადად აცრის დაახლოებით 40 პროცენტზე გავალთ, 60 პროცენტი გვქონდა დასახული. გიდასტურებთ, რომ წლევანდელ გეგმას ჩვენ ვერ შევასრულებთ. ახლა იწერება გეგმის განახლება, რითაც ახალი სამიზნე იქნება ივლისისთვის 70 პროცენტზე ასვლა. ოღონდ, დაყოფილია, როგორ უნდა ავიდეთ 70 პროცენტზე. ამას შემდეგ გაგაცნობთ. ყველაზე მთავარია, 60 წლის ზემოთ გვქონდეს 90-პროცენტიანი მოცვა, შემდეგ 50-დან 60-მდე 80-პროცენტიანი და შემდეგ უფრო დაბალი.

რაც შეეხება რა არის მიზეზი, ერთი მიზეზი არ არის, ბევრია და ეს სამსჯელოა, განსახილველია. პირველი - დავაკელით, და აქ ჩემს თავსაც ვგულისხმობ, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მეორე - ჩვენი საერთო თვითშეგნება და განათლების საშუალო დონის პრობლემები. ვიცი, ამაზე ბევრს მაკრიტიკებენ და გამაკრიტიკებთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა. მესამე - ის პოლარიზაცია, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში, სრული ეს ორი წელი ირყევა ქვეყანა ყველანაიარად. პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს პანდემიის მართვასთან და მათ შორის იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით", - განაცხადა გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა