ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ევროკომისია ევროკავშირს იარაღის ინდუსტრიის გაძლიერების გზებს შესთავაზებს

ნახვები: 482 ევროკომისია ევროკავშირს იარაღის ინდუსტრიის გაძლიერების გზებს შესთავაზებს

ევროკომისია ევროკავშირს იარაღის ინდუსტრიის გაძლიერების გზებს შესთავაზებს, რათა მან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ომის ეკონომიკის რეჟიმში გადასვლა შეძლოს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, ევროკომისარი მრეწველობის საკითხებში ტიერი ბრეტონი წარადგენს წინადადებებს იმისთვის, რომ წაახალისოს ევროკავშირის ქვეყნები, მეტი იარაღი შეისყიდონ ევროპული კომპანიებისგან და ასეთ ფირმებს წარმოების შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარონ.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ პარადიგმა და გადავიდეთ ომის ეკონომიკის რეჟიმში. ეს ასევე ნიშნავს, რომ ევროპის თავდაცვის ინდუსტრია მეტ რისკზე უნდა წავიდეს ჩვენი მხარდაჭერით", - განაცხადა ბრეტონმა პაკეტის წინასწარი განხილვისას.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტების შესაძლებლობა, რომელიც ნატო-ს მიმართ ვაშინგტონის ვალდებულებას ეჭვქვეშ აყენებს, ნიშნავს, რომ ევროპამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს საკუთარი თავის დასაცავად.

„არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, იმისგან დამოუკიდებლად რა იქნება ჩვენი მოკავშირეების არჩევნების შედეგები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ“, - აღნიშნა ტიერი ბრეტონმა.

ბრეტონის წინადადებები მოიცავს აშშ-ის საგარეო სამხედრო გაყიდვების სქემის ევროპული ვერსიის შექმნას, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები სხვა მთავრობებს ამერიკული კომპანიებისგან იარაღის შეძენაში ეხმარება. კიდევ ერთი წინადადება საშუალებას მისცემს ევროკავშირს აიძულოს იარაღის მწარმოებელი ევროპული კომპანიები, კრიზისის დროს პრიორიტეტი ევროპულ შეკვეთებს მიანიჭონ. იმისთვის, რომ წინადადებები რეალობად იქცეს, ის ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. წინადადებებს ასევე ყურადღებით შეისწავლის ნატო, რომელმაც განაცხადა, რომ მიესალმება ევროკავშირის ძალისხმევას ევროპის თავდაცვის ხელშეწყობისთვის, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ მათ არ უნდა მოახდინონ ტრანსატლანტიკური ალიანსის მუშაობის დუბლირება და არ უნდა შეეწინააღმდეგონ მას.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა