მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ჯო ბაიდენი - მილიარდერებმა არ უნდა გადაიხადონ უფრო დაბალი ფედერალური გადასახადის განაკვეთი, ვიდრე მასწავლებელმა ან მედდამ

ნახვები: 582 ჯო ბაიდენი - მილიარდერებმა არ უნდა გადაიხადონ უფრო დაბალი ფედერალური გადასახადის განაკვეთი, ვიდრე მასწავლებელმა ან მედდამ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მილიარდერებზე გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან კონგრესში ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ეს თანხები შესაძლოა, გამოიყენონ ფედერალური დეფიციტის შემცირებისა და ფედერალური ინიციატივების დასაფინანსებლად.

პრეზიდენტმა გააკრიტიკა „რესპუბლიკელები“ და აღნიშნა, რომ ყოფილი ადმინისტრაციის პოლიტიკით უმდიდრესი მოსახლეობის ერთმა პროცენტმა ისარგებლა.

„მეგობრებო, ვინმე ფიქრობს, რომ საგადასახადო კოდექსი სამართლიანია?“, – იკითხა ბაიდენმა კონგრესში გამოსვლისას, რაზეც კანონმდებლებმა პრეზიდენტს უპასუხეს: „არა“.

„არცერთმა მილიარდერმა არ უნდა გადაიხადოს უფრო დაბალი ფედერალური გადასახადის განაკვეთი, ვიდრე მასწავლებელმა, სანიტარულმა მუშაკმა ან მედდამ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა