დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

თეა წულუკიანი - არ არსებობს არავითარი ოთხიანი, არავითარი ხუთიანი, არავითარი „ლელო“, ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“

ნახვები: 553 თეა წულუკიანი - არ არსებობს არავითარი ოთხიანი, არავითარი ხუთიანი, არავითარი „ლელო“, ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“

ნიკა გვარამიამ ღიად აღიარა, რომ მათი მმართველობის პირობებში და განსაკუთრებით 2008 წლიდან 2012 წლამდე პარლამენტი იყო მთლიანად ჩაკეტილი ოპოზიციისთვის, მედიასივრცეში არავითარი ადგილი არ ჰქონდა განსხვავებულ აზრს და მით უმეტეს ოპოზიციურ განსხვავებულ აზრს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, გვარამიას პირობებში სასამართლო იყო მთლიანად დაქვემდებარებული პარტიისადმი და „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი.

„ასეთი ადამიანები, მით უმეტეს ნიკა გვარამია, რომელიც ქართული სასამართლოს მიერ კრიმინალად არის უკვე კანონის საფუძველზე ცნობილი, დღეს ცდილობენ დაარწმუნონ ამომრჩევლები, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება კარგი აზრია. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ დღეს არ არსებობს არავითარი ოთხიანი, არავითარი ხუთიანი, არავითარი „ლელო“. ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სხვადასხვა სახით ცდილობს ჩვენი ამომრჩევლების ზოგიერთი წარმომადგენლის მორიგჯერ შეცდომაში შეყვანას, მაგრამ იმდენად დიდი იყო ტრაგედიები მათი მმართველობის პირობებში, რომ ალბათ ასეთ შეცდომას ჩვენი ამომრჩეველი აღარ დაუშვებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა