თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ გამოგონილ სიგიჟეებს აღარავინ უჯერებს

ნახვები: 551 მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ გამოგონილ სიგიჟეებს აღარავინ უჯერებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თქვეს, ქვეყანა 800 ათასმა ადამიანმა დატოვაო. დეზინფორმაციის რა ხარისხთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანებს მათ მიერ გამოგონებულ სიგიჟეში აცხოვრებს, მაგრამ უკვე მათ აღარავინ უჯერებს.

„ამ წუთში თინა ბოკუჩავა საქართველოში, პარლამენტში კი არ არის, გეჩვენებათ, გასულია, რადგან იმ 800 ათასში ისიც არის. თუ მისი განცხადება მართალია, ის სხდომათა დარბაზში არ არის. ამ განცხადებას უცხოეთიდან აკეთებს. მეც ვიყავი წასული წელიწად-ნახევრის წინ და, მათი ლოგიკით, ისინი უკან არ შემოსულან. ეს ყველაფერი დაბეჭდეს და სახლში ბუკლეტი დამხვდა, ქვეყანა 800 ათასმა ადამიანმა დატოვაო. ამ დეზინფორმაციის ხარისხთან გვაქვს საქმე და ხალხს ამ სიგიჟეს აჯერებენ. ადამიანებს თავის მიერ გამოგონებულ სიგიჟეში აცხოვრებს, მაგრამ უკვე მათ აღარავინ უჯერებს. ამ სიგიჟეში არავინ არ მიჰყვებათ, რადგან 800 ათასი ადამიანი რომ გავიდა, 800 ათასიდან მეტი ან ნაკლები შემოვიდა – შეიძლება, რამდენიმე ასეულით მეტი ან ნაკლები ადამიანი. ასეთი უარყოფითი სალდო არ გვაქვს. ჰგონიათ, მოსახლეობამ სიტყვა სალდო არ იცის. 2022 წლის ბოლოს 50 ათასი იყო უარყოფითი სალდო, ანუ, 5-ჯერ ნაკლები. ესენი, უბრალოდ, ითვლიან გამსვლელების რაოდენობას და თურმე არავინ არ შემოსულა უკან. თქვენ აქ არ ხართ, თვითონ აქ არ არის? არც მე ვყოფილვარ აქ, წასული რომ ვიყავი და ჩამოვედი“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა