მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

თბილისის მერია - ისანში, მეტეხის ქუჩაზე ჩამონგრეულ სახლში მობინადრეები არ ცხოვრობდნენ

ნახვები: 556 თბილისის მერია - ისანში, მეტეხის ქუჩაზე ჩამონგრეულ სახლში მობინადრეები არ ცხოვრობდნენ

ისანში, მეტეხის ქუჩაზე ჩამონგრეულ სახლში მობინადრეები არ ცხოვრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 14 ოჯახი ქირით არის გაყვანილი.

„ისნის რაიონში, მეტეხის ქუჩის N14-ში ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლი, რომელშიც, მისი ავარიულობიდან გამომდინარე, მობინადრეები არ ცხოვრობდნენ, ხოლო პერიმეტრი შემოსაზღვრული იყო დამცავი ღობით.

აქ მცხოვრები 14 ოჯახი გაყვანილია ქირით, რასაც ისნის რაიონის გამგეობა აფინანსებს. აღნიშნული შენობა-ნაგებობა მონაწილეობს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში, რომლის ფარგლებში იგეგმება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება დაშავებულ მოქალაქეს, არ არის ადგილობრივი მაცხოვრებელი და ტერიტორიაზე მისი ყოფნის მიზანი ჩვენთვის უცნობია“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა