პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ვილი სანიოლი - ლუქსემბურგთან მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად ხარისხიანად და გონივრულად ვითამაშებთ

ნახვები: 577 ვილი სანიოლი - ლუქსემბურგთან მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად ხარისხიანად და გონივრულად ვითამაშებთ

საქართველოს ნაკრებმა საგურამოში, ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩამდე ვარჯიში გამართა, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სასტუმრო „სევსამორაში“ პრესკონფერენცია ჩაატარა.

„არის თუ არა გუნდში საბრძოლო განწყობა? სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ფეხბურთელებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ კონცენტრაციაა საჭირო. ლუქსემბურგთან მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად ხარისხიანად და გონივრულად ვითამაშებთ.

თამაში ხვალაა და მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა. გეგმა დავისახეთ, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მოგვიფიქრებია. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, როგორ უნდა მოემზადოს. სიურპრიზები ამჯერად არ იქნება.

ლუქსემბურგის ყველა თამაში ვნახე. არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე დავაფასოთ. მთავარია, ბოლომდე დავიხარჯოთ და საკუთარი შესაძლებლობები გამოვავლინოთ. ვეცდებით, ბურთი გავაკონტროლოთ. მთავარია, ფეხბურთელებმა მოედანზე ყველაფერი გაიღონ.

საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩი 21 მარტს 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა