მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ირაკლი კობახიძე - აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელშესახებ შედეგებს უნდა მოიცავდეს, მათ შორის უვიზო მიმოსვლას

ნახვები: 495 ირაკლი კობახიძე - აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელშესახებ შედეგებს უნდა მოიცავდეს, მათ შორის უვიზო მიმოსვლას

პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელშესახებ შედეგებს უნდა მოიცავდეს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლას, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს.

ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, აღნიშნულზე არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს. ეს არის ავიარეისები. ბუნებრივია, ამ კუთხით პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი, მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, ამ მიმართულებით პროგრესი გვექნება“, - აღნიშნა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა