მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

რუსი აქტივისტი, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ პროექტზე მუშაობს, საქართველოში არ შემოუშვეს

ნახვები: 508 რუსი აქტივისტი, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ პროექტზე მუშაობს, საქართველოში არ შემოუშვეს

ფონდ თავისუფალი რუსეთის სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორის, ეგორ კუროპტევი ინფორმაციით, რუსი აქტივისტი იგორ მიგლანი, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერ პროექტზე მუშაობს, საქართველოში არ შემოუშვეს.

"ამ დროისთვის, უკვე 15 საათია აქტივისტი იგორ მიგლანი თბილისის აეროპორტში იმყოფება და მსგავსად სხვა რუსი აქტივისტებისა, საქართველოში არ შეუშვეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. იგორი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან კოლეგებთან ერთად უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერ პროექტზე მუშაობდა. მისი და მთელი გუნდის წყალობით 8 ათას ლტოლვილზე მეტმა მიიღო სამედიცინო დახმარება. ეს საქართველოს ინტერესების საპირისპიროა? დარწმუნებული ვარ, არა". - წერს კუროპტევი

Facebook-ზე განთავსებული პოსტში, კუროპტევი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს, შეუშვან იგორ მიგლანი საქართველოში.

Настоящее Время გამოცემა Холоду-ზე დაყრდნობით პროექტის თანადამფუძნებლის, ევგენი ლიამინის კომენტარს ავრცელებს, რომლის თქმითაც, მიგლანი გერმანიიდან თბილისში 28 მარტს 02:00 სააათზე ჩამოფრინდა. მისივე ინფორმაციით, აქტივისტი საპასპორტო კონტროლისას შეაყოვნეს და დაახლოებით 09:00 საათზე სიტყვიერად უარი უთხრეს ქვეყანაში შესვლაზე, თუმცა დოკუმენტაცია შესაბამისი დასაბუთებით არ წარუდგენიათ.

ტაბულა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა