მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

თეთრი სახლი რესპუბლიკელებს ტრანსგენდერთა ხილვადობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

ნახვები: 571 თეთრი სახლი რესპუბლიკელებს ტრანსგენდერთა ხილვადობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

თეთრი სახლი რესპუბლიკელებს ტრანსგენდერთა ხილვადობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, ეს დღე უკვე რამდენიმე წელია, 31 მარტს აღინიშნება.

„მე ძალიან გაკვირვებული ვარ იმ დეზინფორმაციით, რომელიც ამ საკითხის გარშემო ვრცელდება. მინდა, მკაფიოდ ვთქვა ამასთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე აღინიშნება. იმ ადამიანებმა, რომლებიც კალენდრებში ერკვევიან, იციან, რომ აღდგომა ყოველწლიურად სხვადასხვა კვირას ემთხვევა. წელს მოხდა ისე, რომ ის დაემთხვა ტრანსგენდერთა ხილვადობის დღეს. ეს არის მარტივი ფაქტი. ის, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით გვესმის, ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია. როგორც ქრისტიანი, რომელიც აღდგომას აღნიშნავს ოჯახთან ერთად, პრეზიდენტი ბაიდენი მხარს უჭერს ხალხის გაერთიანებას და თითოეული ამერიკელის ღირსებისა და თავისუფლებების დაცვას“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

კარინ ჟან-პიერმა აღნიშნულ საკითხზე ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებს არაკეთილსინდისიერი და ტყუილი უწოდა.

„სინამდვილეში არ არის გასაკვირი, რომ პოლიტიკოსები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დაყოფას და შესუსტებას სასტიკი, სიძულვილით სავსე და არაკეთილსინდისიერი რიტორიკით“, -აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელთა ნაწილმა, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა და დონალდ ტრამპის გუნდმა გააკრიტიკეს პრეზიდენტი ბაიდენი 31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გამო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა