თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ანა წითლიძე - მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ივანიშვილის პარტია და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია

ნახვები: 567 ანა წითლიძე - მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ივანიშვილის პარტია და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ივანიშვილის პარტია და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია - ივანიშვილის პარტიის მიზანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის და „ქართული ოცნება“ ამ გზაზე სვლის საბოტაჟს განაგრძობს! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ გააკეთა.

წითლიძის თქმით, “რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირებით ივანიშვილის პარტია საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ნებას და მიზანს, გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ კიდევ ბევრს იზამს ევროპული კურსის დაზიანების მიზნით.

“მაშინ, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ რუსული კანონის მიღება არის ის, რაც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას დააზიანებს, ივანიშვილის პარტია ბედავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნებას გადაუაროს, რომლებმაც მარტის აქციების დროს რუსული კანონის წინააღმდეგ იბრძოლეს და ეს კანონი პარლამენტში დააბრუნოს. შემთხვევითი არც ისაა, რომ რუსული კანონის ინიცირებამდე ივანიშვილის პარტიამ გენდერული კვოტების გაუქმება მოითხოვა. ამით დაადასტურა, რომ არც ერთი იმ ვალდებულების შესრულებას არ აპირებს, რომელსაც ჩვენგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროექტი პარლამენტში ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდება, როგორიც შარშანდელი კანონპროექტი იყო. მისივე თქმით, ერთადერთი განსხვავება იქნება ის, რომ ტერმინი “უცხოური გავლენის აგენტი“ ტერმინით “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩანაცვლდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა