პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

სალომე სამადაშვილი პაპუაშვილს - აუცილებლად მიმაჩნია ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ოდიშარიამ და მეგრელიშვილმა

ნახვები: 546 სალომე სამადაშვილი პაპუაშვილს - აუცილებლად მიმაჩნია ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ოდიშარიამ და მეგრელიშვილმა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მოითხოვს, რომ აუცილებლად ჩაიტაროს ნარკოლოგიური შემოწმება ბექა ოდიშარიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა. სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე ამ მოთხოვნით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს.

„ქართული ოცნების“ ქალთა სიძულვილის ნიშნით შერჩეული ქვედანაყოფის წარმომადგენელს მივმართავ კითხვით, რომელიც ახლა ტრიბუნასთან დგას, პირველ რიგში, პასუხი უნდა გასცეთ საზოგადოებას შემდეგ კითხვაზე, ამ პარლამენტში ოპოზიციის არცერთი ინიციატივა არათუ დაჩქარებული წესით, საერთოდ არ შედის დღის წესრიგში, ქალების სიძულვილის ინიციატივა, რომელიც წარმოადგინეთ, რა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, რომ დაჩქარებული წესით მიიღება ამ პარლამენტში? თქვენთან შეკითხვა მაქვს, როგორც პარლამენტის წევრთან, მიგაჩნიათ თუ არა, რომ გუშინ ამ დარბაზში გაკეთებული წარმოუდგენელი შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ თქვენი კოლეგა მეგრელიშვილისგან და ბექა ოდიშარიასგან, იმსახურებს თუ არა იმას, რომ ამ ორმა ადამიანმა დღესვე გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, ქართველ ქალებს პარლამენტში ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან უმრავლესობის წევრები. თქვენ უმრავლესობის ნაწილი ხართ უკვე ბატონო სანდო, უმრავლესობის ქვედანაყოფი ხართ. ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან ქართველ ქალებს ამ დარბაზში თუ არა? მე მაგალითად, აუცილებლად მიმაჩნია ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ოდიშარიამაც და თქვენმა კოლეგა მეგრელიშვილმაც დღესვე. ამ მოთხოვნით მივმართავ ბატონ პაპუაშვილს“,-მიმართა სამადაშვილმა ტრიბუნასთან მყოფ სანდრო რაქვიაშვილს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა