თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჩვენი ნატოელი პარტნიორები იყვნენ აღჭურვილი ჩვენი პოზიციითაც და ეს პოზიცია არის სრულ თანხვედრაში-დავით ზალკანიანი

ნახვები: 464 ჩვენი ნატოელი პარტნიორები იყვნენ აღჭურვილი ჩვენი პოზიციითაც და ეს პოზიცია არის სრულ თანხვედრაში-დავით ზალკანიანი

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრიუსელში ნატო-ს მიწვევით ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნატოელი პარტნიორებისთვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია არის პრიორიტეტული და ის არ გადაიხედება.

„ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან იყო ძალიან მკაფიოდ გაცხადებული, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე. ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიციების ურთიერთგაცვლა ვიზიტის დროს, ნატო-ს ხელმძღვანელობასთან ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მექნება სხვა შეხვედრებიც ნატოს წარმომადგენლებთან, რაც იქნება ძალიან სასარგებლო და ჩვენ შევაჯერებთ პოზიციას, რათა შემდგომი მოლაპარაკებების დროს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი ნატოელი პარტნიორები იყვნენ აღჭურვილი ჩვენი პოზიციითაც და ეს პოზიცია არის სრულ თანხვედრაში," - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რამდენიმე დღის წინ გაიმართა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა, სადაც იყო მსჯელობა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე. ზალკალიანის განცხადებით, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, ნატოელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად გვაქვს კავშირი ბრიუსელთან და ჩემი სატელეფონო საუბრის დროს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მან გადმომცა ნატო-ს გენერალური მდივნის მიწვევა, რომ ვეწვიო ბრიუსელს და ბრიუსელში გავაგრძელოთ ჩვენ დისკუსია. ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად დროული და მნიშვნელოვანი ვიზიტი," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 17-18 იანვარს, ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბბინასა და ევროკავშირში. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან. ამავე დღეს გაიმართება არაფორმალური შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა