თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნინო ლომჯარია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აქტიურობს-ნანა კაკაბაძე

ნახვები: 445 ნინო ლომჯარია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აქტიურობს-ნანა კაკაბაძე

ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველი მხოლოდ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აქტიურობს, როდესაც ქვეყანაში სხვა უამრავი პატიმარია.

ამასთან, კაკაბაძის განცხადებით, სააკაშვილს არ აქვს უფლება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

„ათი ათასამდე პატიმარია და მათი 2/3 საჭიროებს ომბუდსმენის ჩართულობას, თუმცა ის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აქტიურობს და შორსაა ნეიტრალურობისგან. მოგვიწევს შეგუება, რადგან ჯერ ვადა აქვს ომბუდსმენად ყოფნის. იმედია, ხელისუფლება აღარ დაუშვებს ომბუდსმენის კანდიდატის წარდგენისას ასეთ შეცდომას. რაც შეეხება მეუფე ნიკოლოზის განცხადებას სააკაშვილის შინაპატიმრობაზე, ეს იურიდიულ ნორმასთან შეუსაბამოა და ასევე შეუთავსებელია მორალურ კატეგორიასთან. მან უკეთ იცის, რა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის საპატიმროებში და არ ჰქონია ასეთი გულშემატკივრობა და დაინტერესება რეჟიმის მსხვერპლებთან. როგორც ექიმები და მისი გარემოცვა ამბობენ, სააკაშვილს მას აქვს მძიმე ფსიქიკური პრობლემები და წარმოაჩენენ, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, პარტიის მთავარ ფიგურას. მუდმივადაა დესტრუქციული მოწოდებები მედიაში, რომელიც მცირე ჯგუფის ყურადღებას იპყრობს, არაა გამორიცხული სახელმწიფოსთვის არასასურველი პროცესები განავითაროს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე და არ აქვს უფლება ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში. მის მიმართ კანონიც არ მუშაობს საკმარისად და ჩვენი კანონმდებლობა მკაცრად განმარტავს, რომ არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩართულობის უფლება პოლიტიკაში", - განაცხადა კაკაბაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა