მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ემსახურება სტრატეგიულ მიზანს-ანრი ოხანაშვილი

ნახვები: 373 უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ემსახურება სტრატეგიულ მიზანს-ანრი ოხანაშვილი

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი დოკუმენტია და ემსახურება იმ სტრატეგიულ მიზანს, რომელიც გულისხმობს ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის მტკიცე მხარდაჭერის გამოცხადებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, „სახელმწიფოებრივად სწორია, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს და საერთაშორისო თანამეგობრობას გააცნონ პოზიცია, რომ დაუშვებელია რაიმე ტიპის ესკალაცია ევროპის შუაგულში".

„დავსვათ საკითხი, რა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვამოძრავებს, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს და რეზოლუციაში მკაფიოდ დავსვათ საკითხი, რომ არ შეიძლება, მოხდეს არც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და არც რაიმე ტიპის ესკალაცია. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, სახელმწიფოებრივად სწორია, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს და მოუვუწოდოთ ყველას, საერთაშორისო თანამეგობრობას გავაცნოთ ჩვენი პოზიცია, რომ არანაირად არ მივესალმებით და დაუშვებელია რაიმე ტიპის ესკალაცია ევროპის შუაგულში. რა კითხვები აქვს ოპონენტებს, თუ საუბარია, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს, მხარდაჭერა რეზოლუციის ტექსტშია ჩადებული. თუ საუბრობენ, ჩვენ უნდა დავგმოთ, რომ დაუშვებელია რაიმე ტიპის ესკალაცია, ეს ამ ტექსტში არის. სხვა ინტერესები თუ ამოძრავებთ, ვფიქრობ, ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანიაა, რომელიც ორიენტირებული იყო არა იმაზე, რომ ვინმეს რეზოლუციის მიღების ინტერესი ჰქონოდა და მართლაც უკრაინელი ხალხისთვის ერთობლივად გამოგვეცხადებინა სოლიდარობა, არამედ სხვა პიარკამპანიაზე გათვლილი სტრატეგიაა. ამაზე მეტყველებს შემდგომ ბოტების, ტროლების თუ ფიზიკური პირების დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ჩვენ, ყველამ ვიხილეთ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი დოკუმენტია და ემსახურება სტრატეგიულ მიზანს, რომელიც გულისხმობს ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის მტკიცე მხარდაჭერის გამოცხადებას და იმის აღნიშვნას, რომ დაუშვებელია ესკალაცია. ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევებს, გვაქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციები და როდესაც კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობთ, მით უმეტეს რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, ჩვენ ვითვალისწინებთ კონკრეტულ რჩევებს, კონსულტაციების შედეგად გაცვლილ პოზიციებს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა