დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

ხატია დეკანოიძე - საპოლიციო ძალები მშვიდობიან დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ: მუშტებს ურტყამდნენ, თმებში ქაჩავდნენ, წაქცეულებზე წიხლებით დგებოდნენ

ნახვები: 623 ხატია დეკანოიძე - საპოლიციო ძალები მშვიდობიან დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ: მუშტებს ურტყამდნენ, თმებში ქაჩავდნენ, წაქცეულებზე წიხლებით დგებოდნენ

აქციების დაშლისას, საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდ ნაწილს. ყველა ფაქტი გვაქვს მოპოვებული და შეკრებილი, რასაც გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი აქციების დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო“.

„მე და თამარ კორძაია, ასევე ჩვენი გუნდი, ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმ ფაქტების შეგროვებაზე, რომელიც ვიხილეთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პროტესტის მიმდინარეობისას, რომელიც ძირითადად უკავშირდება ძალადობას ადამიანებზე, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციების დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო. გამოყენებული ფიზიკური ძალა, ხშირ შემთხვევაში გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას. ხოლო, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა. მიმდინარე აქციების დაშლისას, საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდ ნაწილს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, ქალებს, კაცებს, ჟურნალისტებს. განსაკუთრებით სასტიკად ნაცემია რამდენიმე ადამიანი - ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფი არაერთი პირი. ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი პოლიციელები მასაში შეითრევდა აქციის მონაწილეს და ფიზიკურად უსწორდებოდა, მუშტებს ურტყამდა, თმებში ქაჩავდა, წაქცეულებზე წიხლებით დგებოდნენ. დაფიქსირდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ყველა ეს ფაქტი გვაქვს მოპოვებული და შეკრებილი, რასაც გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში. ვაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა