თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბოლო ერთ წელში ზეთი 23%-ით, თევზეული 9%-ით, რძის ნაწარმი 8%-ით, ხოლო პურპროდუქტები 7%-ით გაძვირდა

ნახვები: 372 ბოლო ერთ წელში ზეთი 23%-ით, თევზეული 9%-ით, რძის ნაწარმი 8%-ით, ხოლო პურპროდუქტები 7%-ით გაძვირდა

ერთი წლის განმავლობაში ზეთი 23%-ით, თევზეული 9%-ით, რძის ნაწარმი 8%-ით, ხოლო პურპროდუქტები 7%-ით გაძვირდა, - აღნიშნულ ინფორმაციას "საქსტატი" აქვეყნებს. როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის მაჩვენებლებშია აღნიშნული, 2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

უფრო დეტალურად, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა 6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.92 პროცენტული პუნქტით აისახა. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (23.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.2 პროცენტი), თევზეული (9.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.7 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-5.3 პროცენტი). ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 8.8 პროცენტით, რაც 0.71 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ცვლილებაზე.

ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (12.4 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. ჯგუფში - ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა, დაფიქსირდა ფასების 10.2 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.6 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (12.7 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (10.4 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (10.1 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (7.4 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (6.2 პროცენტი). ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 5.2 პროცენტით.

შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა -0.64 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.7 პროცენტი).

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა