მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს - მე ვარ თქვენს გვერდში, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე

ნახვები: 578 პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს - მე ვარ თქვენს გვერდში, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე

ზოგმა ვერ გაიგო ვინ არის მეგობარი და ვინ არის ამ ქვეყნის საუკუნოვანი მტერი. ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით იქნებიან - მე ვარ თქვენს გვერდში, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობისშესახებ” კანონს აპროტესტებენ.

პრეზიდენტის თქმით, ის საქართველოს მოქალაქეების გვერდით დგას.

“ზოგმა ვერ გაიგო ვინ არის მეგობარი და ვინ არის ამ ქვეყნის საუკუნოვანი მტერი. ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით იქნებიან. შეიძლება ვიღაცები, ის ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას იმიტომ, რომ ქვეყანამ დღეს გამოაჩინა, ვინ არის და რა არის, ასევე სად არის. ეს არის ჩვენი მომავალი. 26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ. მე ვარ თქვენს გვერდში, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა