გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

მეთიუ მილერი - ჩვენ გავითვალისწინებთ "ქართული ოცნების" ქმედებებს შემდგომი ნაბიჯების გადაწყვეტისას

ნახვები: 558 მეთიუ მილერი - ჩვენ გავითვალისწინებთ "ქართული ოცნების" ქმედებებს შემდგომი ნაბიჯების გადაწყვეტისას

სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რაც საჭიროა საქართველოს დასავლური მიმართულებით დასაწინაურებლად, იმ მიმართულებით, რაც ქართველ ხალხს სურს, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბრიფინგი დღეს მილერმა სწორედ საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებით დაიწყო.

"დღეს, ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას იმ არადემოკრატიულ "უცხოური გავლენის" კანონზე, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს. შესაბამისად კანონპროექტი იქცევა კანონად. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ ნაბიჯს. ამ კანონის მიღებით მმართველმა "ქართულმა ოცნებამ" კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას და უგულებელყო ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები ქართველი ხალხის, ვინც უკვე კვირებია ამ კანონს ქუჩებში გამოსვლით ეწინააღმდეგება",- განაცხადა მეთიუ მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" უგულებელყო ევროსაბჭოს "ვენეციის კომისიის" სამართლებრივი შეფასებაც და დასავლელი, მათ შორის ამერიკელი პარტნიორების მოწოდებებიც.

"ქართულმა ოცნებამ" უგულებელყო ევროსაბჭოს "ვენეციის კომისიის" სამართლებრივი შეფასება და საქართველოს უახლოესი პარტნიორები, რომლებიც მკაფიოდ ამბობდნენ, რომ ეს კანონი მედიის სტიგმატიზებას მოახდენს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს შეზღუდავს.

მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ევროკავშირში წევრობას და ასევე, რისკს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს. გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ნებისმიერმა, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს და ინსტიტუტებს, მათი ოჯახის წევრებთან ერთად, შესაძლოა ვეღარ შეძლონ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების მოპოვება იმ ახალი პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც კრძალავს შეერთებულ შტატებში მოგზაურობას.

ამერიკამ ასევე დაიწყო საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა გასულ კვირას, ჩვენ გავითვალისწინებთ "ქართული ოცნების" ქმედებებს ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გადაწყვეტისას. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, როცა ისინი მუშაობენ დემოკრატიული და დასავალური მომავლისთვის.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რაც საჭიროა საქართველოს დასავლური მიმართულებით დასაწინაურებლად, იმ მიმართულებით, რაც ქართველ ხალხს სურს", - განაცხადა მილერმა.

საქართველოსთან დაკავშირებით მეთიუ მილერს ჰკითხეს, რა კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის მთავრობის "ქცევა შეიცვალოს" და შეზღუდვები, რომლებიც ცხადდება, იყოს არა "სადამსჯელო", არამედ სასურველი ცვლილებისკენ ბიძგი.

მილერმა თქვა, რომ სავიზო პოლიტიკის ცვლილება კონკრეტული პირების მიმართ, ისევე, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობის გადახედვის გადაწყვეტილება სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ - ხუთშაბათს გამოქვეყნდა და ამას დრო დასჭირდება. თუმცა, ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეზღუდვების სამიზნეთა ვინაობა არ გასაჯაროვდება და შესაძლოა ჟურნალისტებმა ვერც გაიგონ, როდის და ვის წინააღმდეგ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები.

მილერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველწლიურად საქართველოს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას უწევს სხვადასხვა მიმართულებით.

"ეს ყველაფერი უნდა გადავაფასოთ, თუკი საქართველოს მთავრობა ახლა ამერიკას და სხვა დასავლელ პარტნიორებს მიიჩნევს არა პარტნიორებად, არამედ - მოწინააღმდეგეებად", - თქვა მილერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა