მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

„მწვანე პასპორტები“ აბრკოლებს ეკონომიკას-შოთა ბურჯანაძე

ნახვები: 364 „მწვანე პასპორტები“ აბრკოლებს ეკონომიკას-შოთა ბურჯანაძე

„საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ სასტუმროები და რესტორნები „მწვანე პასპორტების" გაუქმების მოთხოვნით გამოდიან.

შოთა ბურჯანაძის განცხადებით, „მწვანე პასპორტები" ვეღარ მუშაობს და მხოლოდ ეკონომიკას აბრკოლებს. მისი განმარტებით, მსგავსი რეგულაციების გაგრძელების პირობებში, სარესტორნო სფერო ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

„ძალიან მარტივია დღეს რეალობის ახსნა, ეპიდემიას ვერავინ ვერ ერევა და აკონტროლებს. რეალურად, ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, მეექვსე ფაზაში, 18-17 ათასი შემთხვევაა ყოველდღიურად. დღესდღეობით რა შეზღუდვებიც არის დაწერილი ფურცელზე, „მწვანე პასპორტებთან" მიმართებაში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფიქცია. ეს არის ფურცელზე დაწერილი რეალობა, რომელიც არაფრის მაქნისი არ არის რეალურად. ამით კვდება ბიზნესი, იხურება რესტორნები, იკარგება სამუშაო ადგილები. ძალიან დიდი გადინებაა იმ პროფესიონალების, რომლებიც 20 წლის განმავლობაში იზრდებოდნენ და მხოლოდ ცუდი შედეგები გვაქვს. ჩემი დღევანდელი მესიჯი არის, რომ უაზრო სანქცია, რომელიც არაფრის მაქნისია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის დამაბრკოლებელი", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შოთა ბურჯანაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა