თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კორონავირუსის აქტიური შემთხვევების ძალიან მაღალი ციფრი გვაქვს-ამირან გამყრელიძე

ნახვები: 312 კორონავირუსის აქტიური შემთხვევების ძალიან მაღალი ციფრი გვაქვს-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის აქგტიური შემთხვევების რაოდენობა მაღალია, ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთული არ არის.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ინფიცირებული პაციენტები ძირითადად ოჯახის ექიმის მიერ იმართებიან.

„ეპიდვითარებას დღეს განაპირობებს ძირითადად „ომიკრონის" ცირკულაცია, როგორც ჩვენთან, ისე მსოფლიოში. ყველა ქვეყანაშია მზარდი ტალღა და შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად არის მომატებული. განსხვავება გახლავთ ის, რომ სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია, 80%ზე მეტი, იქ დაბალია ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა. ჩვენთან აცრის მაჩვენებელი გვაქვს 42.4 პროცენტი, სიკვდილიანობა შემცირებულია ამ მაღალ რიცხვებთან მიმართებაში, მაგრამ ის მაინც ზღვრულ მაჩვენებელზე მეტია. დღეს დილისთვის გვაქვს 146 000 აქტიური შემთხვევა, ეს ძალიან მაღალი ციფრია, მაგრამ ჰოსპიტალურ სექტორში კიდევ 3 500 ადგილია თავისუფალი ანუ ჰოსპიტალიზაცია „ომიკრონით" არ გახლავთ მაღალი, როგორც ეს იყო დელტას დროს. ძირითადი ინფიცირებულები იმართებიან ონლაინკლინიკების საშუალებით. ზეწოლა ძირითადად დღეს გახლავთ ორ მიმართულებაზე - ლაბორატორიებზე, სადაც ყოველდღიურად 60-70 000-ზე მეტი ნიმუში იკვლევა და ამბულატორიულ სექტორზე - ონლაინ კლინიკებზე, ოჯახის ექიმებზე, რომლებსაც აქვთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ზარები და მართავენ პაციენტებს ბინაზე ან სასტუმროებში. ეპიდსიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ მართვადია", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ​ნახტომისებურდ არ იმატებს მძიმე პაციენტების რაოდენობა ჰოსპიტლებში და რეანიმაციულ განყოფილებებში.

„ომიკრონი" მიმდინარეობს დელტასთან შედარებით მსუბუქად, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. როცა რაოდენობა ძალიან დიდია, მათ შორის შესაბამისი პროცენტი ინფიცირებულებისა მძიმდება და შეიძლება გახდეს სარეანიმაციოც, შეიძლება დასრულდეს ფატალურადაც. ერთადერთი გზა პრევენციისა არის რეკომენდაციების დაცვა და იმუნიზაცია. ბუსტერდოზა ანუ მესამე დოზა განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ არის ყველაზე მთავარი პრევენციული საშუალება „ომიკრონით" ინფიცირების ან თუ დაინფიცირდა ადამიანი შემდგომ გართულებების პრევენციის. ბუსტერი გაკეთებული აქვს ქვეყანაში 156 000 ადამიანს, რაც ცოტაა. რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს ბუსტერს, მით უფრო ნაკლები გვექნება ჰოსპიტალიზაცია ქვეყანაში და ნაკლები გვექნება ფატალური გამოსავალი", - განაცხადა გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა