ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

უილიამ კორტნი - ურთიერთობები უარესისკენ წავა თუ „ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს

ნახვები: 475 უილიამ კორტნი - ურთიერთობები უარესისკენ წავა თუ „ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს

ურთიერთობები უარესისკენ წავა თუ „ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს, მიზნობრივმა სანქციებმა შესაძლოა საფასური გაზარდოს ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის” სამომავლო რეპრესიული ზომებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ განაცხადა.

„ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ” უფრო პრო-რუსული და ანტი-დემოკრატიული კურსი აირჩია. ცოტა ხნის წინ მიღებულმა კანონმა საქართველო შეიძლება „გადასახადების თავშესაფრად” აქციოს „შავი ფულისთვის“. „უცხოური აგენტების კანონმა”, რომელიც რეპრესიულ რუსული კანონზე დაყრდნობით შეიქმნა, დამოუკიდებლობის შემდეგ უდიდესი საჯარო პროტესტი გამოიწვია. „ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს კანონი, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. „გერმანიის მარშალის ფონდის” მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიში პოლიტიკურ ძალადობას წინასწარმეტყველებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. თითქოს სამი ათწლეულის განმავლობაში ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა აშშ-საქართველოს ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენდა, ახლა, პერსპექტივები ქრება.

აშშ-მა უფრო მკაცრი სავიზო პოლიტიკა გამოაცხადა მათთვის, ვინც სამოქალაქო საზოგადოებას ახშობს. ურთიერთობები უარესისკენ წავა თუ “ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს. როგორც რუსეთში, მთავრობამ შეიძლება წვდომა აუკრძალოს დამოუკიდებელ საარჩევნო დამკვირვებლებს, აკრძალოს რეკლამა და [არჩევნებზე] კანდიდატები არ დაუშვას. “ქართულმა ოცნებამ” რუსეთს სხვა გზითაც შეიძლება მიბაძოს - მან შეიძლება აკრძალოს ორგანიზაციები, რომლებსაც “არასასურველად” მიიჩნევს. ივანიშვილი იმუქრება, რომ სააკაშვილის პარტია “მკაცრად დაისჯება ყველა მათი დანაშაულისთვის”. ეს საჩვენებელ პროცესებზე მიანიშნებს. მიზნობრივმა სანქციებმა შესაძლოა საფასური გაზარდოს ივანიშვილისთვის და “ქართული ოცნებისთვის” სამომავლო რეპრესიული ზომებისთვის. აშშ-მა შესაძლოა მეტი პიროვნება განსაზღვროს როგორც “სპეციალურად განსაზღვრული პირი” (Specially designated national), დაბლოკოს მათი აქტივები და ამერიკელებს მათთან საქმის წარმოება აუკრძალოს. კოორდინირებული ამერიკული და ევროპული ზომები საუკეთესოა. ევროკავშირის ბერკეტი განსაკუთრებულია. გერმანია ამბობს, რომ ევროკავშირი არ დაიწყებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს მანამ, სანამ “უცხოური აგენტების” კანონი ძალაშია”, - განაცხადა კორტნიმ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა