თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ოლაფ შოლცი - უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში მივაწვდით

ნახვები: 498 ოლაფ შოლცი - უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში მივაწვდით

უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში მივაწვდით, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინის არმიის ყველაზე აუცილებელი საჭიროება ახლა საბრძოლო მასალა, იარაღი, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებია. ამიტომ, უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში ჩვენ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემას, IRIS-T-ისა და Gepard-ის დანადგარებს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალას გადავცემთ“, - განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ძლიერი და თავისუფალი ევროპული უკრაინა „რუსულ იმპერიალიზმს დაამარცხებს“.

ოლაფ შოლცმა კონფერენციაზე დამსწრე სახელმწიფოებს მოუწოდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის შესახებ გერმანიის ინიციატივას მხარი დაუჭირონ.

შეგახსენებთ, დღეს ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენცია დაიწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა