სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ რადიკალური დღის წესრიგი აქვს-გურამ მაჭარაშვილი

ნახვები: 377 ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ რადიკალური დღის წესრიგი აქვს-გურამ მაჭარაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ რადიკალური დღის წესრიგი აქვს და ცარიელი დღის წესრიგით ქუჩაში იქნები თუ პარლამენტში, ამით მათ საქმიანობას პოზიტიური შედეგი ვერ ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" მერამდენე შესვლაა, ალბათ, ამას თავად „ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც ვერ მიხვდებიან.

„ცარიელი დღის წესრიგით ქუჩაში იქნები თუ პარლამენტში, მათ საქმიანობას პოზიტიური შედეგი ვერ ექნება. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ისეთი ბუნების არის, რომ ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში, დღის წესრიგი ან არ აქვს, მხოლოდ რადიკალური დღის წესრიგი აქვს. ნეტა, ვცდებოდე, მაგრამ არ მგონია, მათ პარლამენტში რაიმე პოზიტიური შემოიტანონ. გამიხარდება, თუ მათი მხრიდან რეალური პოლიტიკური საქმიანობა დაიწყება.

სამწუხაროდ, ამ რადიკალურ ძალას ის ბუნება არ აქვს, რომ ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობაში იყოს. აქამდე, მათი მხრიდან პლენარულ სხდომაზე მაგიდაზე ახტომა და სპიკერატში შეჭრა ვიხილეთ. მათ მიერ მომზადებულ ვერც ერთ კანონპროექტს ვერ დამისახელებთ, რომელიც მათ წარმოადგინეს და დისკუსია გაიმართა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა