ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

BRICS-ზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩინეთია, აფხაზეთი-ცხინვალის რეგიონებიც მონაწილეობენ

ნახვები: 533 BRICS-ზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩინეთია, აფხაზეთი-ცხინვალის რეგიონებიც მონაწილეობენ

ბრიქსის (BRICS) ქვეყნების სპორტულ ჩემპიონატზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩინეთია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიც მონაწილეობენ.

 

 

ჩემპიონატი წელს რუსეთის ქალაქ ყაზანში, 12-23 ივნისს ტარდება.

ბრიქსი (BRICS) ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების გაერთიანებაა. ორგანიზაცია 2006 წელს ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის მონაწილეობით გამართულ პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე ჩამოყალიბდა. 2010 წელს მას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც შეუერთდა. 2017 წლიდან კი ყოველწლიურად ბრიქსის თამაშები იმართება.

თამაშების საიტზე აღნიშნულია, რომ ღონისძიებაზე 60-ზე მეტი ქვეყანაა მიწვეული. რაც შეეხება საქართველოს, საიტზე წერია, რომ მას ორი წარმომადგენელი ერთ სახეობაში - ქამრებით ჭიდაობაში ეყოლება. ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში, ორგანიზატორები წერენ, რომ ოკურებული ცხინვალიდან იქნება 22 მონაწილე 6 სახეობაში, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთიდან - 43 წარმომადგენელი 11 სახეობაში.

ფორმულა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა